გიორგი გოგიაშვილი - მოსამართლე

giorgi gogiashvili

გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლე

2021 წლის 12  ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1971 წელს, ქ. კასპში.

სამუშაო გამოცდილება:

2016 წლის 25 ივლისიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2006-2016 წლებში იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი;

2005-2010 წლებში ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში;

2004-2005 წლებში - ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის - „EUJUST-THEMIS“ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კონცეფციის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი;

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე;

2001-2004 წლებში - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტებში.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მათ შორის ხუთი მონოგრაფია: „შედარებითი ფედერალიზმი“ (2000 წ), „შედარებითი კონსტიტუციური სამართალი“ (2019 წ), „კონსტიტუციური სამართალი“ (ა. დემეტრაშვილის თანაავტორობით, 2019 წ), „სამოსამართლო სამართალი“ (2020 წ), ,,მართლმსაჯულების ხელოვნება მეტრ ფრანსუა რაბლესი“ (2021 წ).

არის უნგრეთის შედარებითი სამართლის აკადემიის წევრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

განათლება:

1994-1999 წლებში წარჩინებით დაამთავრა  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წელს დაიცვა დისერტაცია კონსტიტუციურ სამართლში;

1999 წელს გაიარა სტაჟირება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტში), შედარებით კონსტიტუციურ სამართალსა და შედარებით ადმინისტრაციულ სამართალში;

2002-2003 წლებში იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი (ქ. თბილისი/ქ. სტრასბურგი).

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

maia vachadze

მაია ვაჩაძე

მოსამართლე

ketevan tsintsadze

ქეთევან ცინცაძე

მოსამართლე

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე

bidzina sturua

ბიძინა სტურუა

მოსამართლე

GENADI MAKARIDZE

გენადი მაკარიძე

მოსამართლე

იანვარი 2022

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi