ნინო ქადაგიძე - უზენაესი სასამართლოს...

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2020 წლის 15 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

2020 წლის 17 მარტიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით.

2019 წლის 19 დეკემბრიდან 2020 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2019 წლის 19 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2019 წლის 16 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი.

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში.

სამუშაო გამოცდილება

2013 წლის ივნისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2002-2012  წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე.

2000-2002  წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

1998-2000  წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსი.

1997-1998 წლებში მუშაობდა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.   

1996 -1997 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  კერძო სამართლის სამმართველოს ეკონომიკური კანონმდებლობის განყოფილების მთავარი კონსულტანტი.

1995 -1996  წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  ეკონომიკური რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტის თანამდებობაზე.

1994 -1995  წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეურნეო სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი.

განათლება

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

maia vachadze

მაია ვაჩაძე

მოსამართლე

ketevan tsintsadze

ქეთევან ცინცაძე

მოსამართლე

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე

bidzina sturua

ბიძინა სტურუა

მოსამართლე

GENADI MAKARIDZE

გენადი მაკარიძე

მოსამართლე

იანვარი 2022

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi