გენადი მაკარიძე - მოსამართლე

GENADI MAKARIDZE

გენადი მაკარიძე

მოსამართლე

2021 წლის  1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ  - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 11 იანვარს, ქ. თერჯოლაში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამუშაო გამოცდილება

2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, თანამდებობაზე დანიშნული იყო უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

2012-2018 წლებში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2012 წელს იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი;

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსად;

2007-2008 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდეგ - მოსამართლის თანაშემწედ;

2005-2007 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერად;

2004-2005 წელს მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯად.

განათლება

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თერჯოლის N 2 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტი, მეორეული ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით;

2006 წელს დაამთავრა ქელბაქიანის სახელობის ქ. ქუთაისის  სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი;

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

maia vachadze

მაია ვაჩაძე

მოსამართლე

ketevan tsintsadze

ქეთევან ცინცაძე

მოსამართლე

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე

bidzina sturua

ბიძინა სტურუა

მოსამართლე

ოქტომბერი 2022

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi