Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 09-08-2022

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 26.07.2022

სამძიმარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.

ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა