Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2022

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 08.04.2021

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორთა კონკურსი გამოცხადდა

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ,,სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის“ შესაბამისად გამოცხადდა სტაჟიორთა კონკურსი ადმინისტრაციული, სამოქალაქო, სისხლის სამართლის საქმეთა და ანალიტიკური მიმართულებით.   

სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების მსურველთათვის მიმდინარეობს რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე: hr.gov.ge

სტაჟირების ვადაა 6 თვე. რეგისტრაცია სრულდება მიმდინარე წლის  21 აპრილს.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა