საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

s

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება

გამოქვეყნებულია: 09/06/2022

გვსურს,გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2017-2021 წლებში საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არც ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით არ ყოფილა გამოყენებული  თავისუფლების აღკვეთა.

საზოგადოებისათვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ 2017-2021 წლებში საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რეალურად მოსახდელი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა 5 შემთხვევაში.

რაც შეეხება დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელზე მითითებითაც ხდება საზოგადოების აზრზე ზემოქმედება, აღვნიშნავთ, რომ  დანაშაულთა ერთობლიობისას სასამართლოს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა წარმოებს ძირითადი მუხლის მიხედვით, რომლითაც პირს განესაზღვრება ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომა. შესაბამისად, გამოთხოვილ ინფორმაციაში არ მოხვდა ისეთი საქმეები, სადაც მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა დანაშაულთა ერთობლიობით (მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით), რამეთუ, როგორც აღინიშნა, საბოლოო სასჯელი სტატისტიკურად აისახება იმ მუხლის მიხედვით, რომლისთვისაც მსჯავრდებულს უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდა.  

დამატებით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლამდე პერიოდში საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით მრავალგზის იქნა გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (რეალურად მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა).

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2022

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi