საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მილოცვა პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 31/05/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ყველა თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღეს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემისა და მართლწესრიგის კულტურის ჩამოყალიბებაში. დასაფასებელია ის წვლილი, რომელიც თითოეულ თქვენგანს შეგაქვთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესში.
ბოლო სიახლეები
ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
04/07/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება
09/06/2022
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
26/05/2022
მოსამართლის პროფესიული დღის მილოცვა
15/05/2022