საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
გამოქვეყნებულია: 26/05/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
ძვირფასო თანამემამულენო!
გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი საქართველოს ისტორიის ის გამორჩეული და სრულიად განსხვავებული თარიღია, რომელიც ერთიანად ძვირფასი, სანუკვარი და ამაღლებულია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და უცხოეთში მცხოვრები ყველა ჩვენი თანამემამულისთვის. ეს არის დღე, რომელიც სამშობლოს ერთგულებით, სიყვარულით და თავისუფლების იდეით აერთიანებს თითოეულ ჩვენთაგანს და უდიდესი რწმენით აღავსებს დამოუკიდებელი, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და განვითარებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას, კეთილდღეობასა და წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ნინო ქადაგიძე
ბოლო სიახლეები
ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
04/07/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება
09/06/2022
მოსამართლის პროფესიული დღის მილოცვა
15/05/2022