უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს...

a

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 05/05/2022

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)  დირექტორს მატეო მეკაჩის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ამ მხრივ საქართველოს აქტიური თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან.

შეხვედრის დასასრულს ეუთოს დელეგაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრას ODIHR-ის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2022

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi