მოსამართლე ნინო ბაქაქური CEPEJ-ის 37-ე...

y

მოსამართლე ნინო ბაქაქური CEPEJ-ის 37-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 17/12/2021

2021წლის 8-9 დეკემბერს  ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) 37-ე ჰიბრიდული პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი და CEPEJ-ის ბიუროს წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური. სესია ჩატარდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენობაში, სტრასბურგში. 

პლენარულმა სესიამ განიხილა და დაამტკიცა CEPEJ-ის 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა „დიჯიტალიზაცია უკეთესი მართლმსაჯულებისთვის“ CEPEJ(2021)12 და 2022-2023 წლების სამოქმედო პროგრამა CEPEJ (2021)11.

მოსმენილ იქნა ქვეყნების შეფასების (GT-EVAL), მართლმსაჯულების ხარისხის (GT-QUAL), კიბერმართლმსაჯულებისა და ხელოვნული ინტელექტის (GT-CYBERJUST), აგრეთვე SATURN-ის ჯგუფების ანგარიშები; აგრეთვე, დამტკიცებულ იქნა მათ მიერ მომზადებული შემდეგი დოკუმენტები:

· სახელმძღვანელო სასამართლოში დოკუმენტების ელექტრონული წარდგენისა (ელექტრონული სასამართლო ფაილინგი - ე-ფაილინგი) და სასამართლოთა დიჯიტალიზაციის შესახებ CEPEJ(2021)15;

·         სასამართლო სისტემებსა და მათ გარშემო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტიის განხორციელებისა და შემდგომი ნაბიჯების უზრუნველყოფის კონცეპტუალური დოკუმენტი CEPEJ(2021)16;

·         SATURN-ის გადამუშავებული სახელმძღვანელო სასამართლოს დროის მენეჯმენტზე (მე-4 გადამუშავებული გამოცემა) CEPEJ(2021)13.

სესიაზე განხორციელდა პრიზის - „მართლმსაჯულების კრისტალური სასწორი“ 2021 - გამარჯვებული შემდეგი პროექტების პრეზენტაცია:

·    ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის საავადმყოფოებში საჩივრების გამარტივებული წარდგენა, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრო;

·    ვირტუალური ქვიზი „სასამართლო ბრძოლა“ და სპეციალური საწავლო ვებ-გვერდები საშუალო სკოლებისთვის სხვადასხვა თემატური მოდელით, მოდელური სასამართლო სხდომის ჩათვლით, დანიის სასამართლო ადმინისტრაცია;

·    ოდესის რეგიონის საჯარო მართლმსაჯულების ცენტრის იმპლემენტაცია, განვითარება და გაძლიერება, კიევის ოდესის რაიონული სასამართლო, უკრაინა

სესია დასრულდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში CEPEJ-ის  პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენით, ასევე წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მოკლე მოხსენებებით მათ ქვეყნებში მართლმსაჯულების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მიერ დანიშნული 47კვალიფიციური ექსპერტისაგან.  კომისიის მთავარი დანიშნულებაა შეაფასოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობა და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაცია.

იანვარი 2022

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi