ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და...

y

ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ახალი გამოცემები

გამოქვეყნებულია: 19/07/2021

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადდა ეროვნული პრაქტიკის განზოგადება სხვადასხვა თემატიკასთან მიმართებით. ნაშრომები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციულ სამართალში - საჯარო სამსახურში შრომითი დავების შესახებ სასამართლო პრაქტიკა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან დაკავშირებულ საქმეებზე (2014-2020 წლები), სისხლის სამართალში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე (2017-2019 წლები), ხოლო სამოქალაქო სამართალში - დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და უკანონო დათხოვნის სამართლებრივი შედეგები.

ნაშრომები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგავროვანი პრაქტიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან - დევნილებთან დაკავშირებულ საქმეებზე (2014-2020 წლები)

საჯარო სამსახურში შრომითი დავების შესახებ სასამართლო პრაქტიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე (2017-2019 წლები)

დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და უკანონო დათხოვნის სამართლებრივი შედეგები

აგვისტო 2022

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi