საქართველოს უზენაესი სასამართლო
საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა
გამოქვეყნებულია: 08/06/2021
2021 წლის 2 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ორგანიზებით, ზუმის პლატფორმაზე, გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების ანალიტიკური/განზოგადების სამსახურების თანამშრომლები.
შეხვედრა გაცნობით-სამუშაო ხასიათს ატარებდა, სადაც გაზიარებულ იქნა პანდემიის ფონზე განხორციელებული სამუშაოები. პრაქტიკაში არსებული გამოწვევების კვალდაკვალ და ასევე, საქმიანობაში დუბლირების თავიდან აცილების, რესურსებისა და დროის რესურსის დაზოგვის მიზნით შეხვედრაზე გადაწყდა ერთიანი ბაზის შექმნა, რომელზე წვდომაც ექნებათ ანალიტიკური რგოლების თანამშრომლებს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს და გაიმართება კვარტალში ერთხელ. შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა ოქტომბრის თვეში.
ბოლო სიახლეები
სამძიმარი
28/07/2022
სამძიმარი
26/07/2022
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის მილოცვა
14/07/2022
ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
04/07/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება
09/06/2022