ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე...

l

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/12/2020

2020 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ, ადამიანის უფლებათა კვირეულის და ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის  ფარგლებში, გამართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან თემაზე: ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მექანიზმები.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, სტატისტიკის სექტორის თანამშრომლები. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები. მონაწილეებმა სტუდენტებს გააცნეს ანალიტიკური განყოფილების კვლევები. სტუმრებმა ისაუბრეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ, კანონმდებლობის ნოვაციებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა უპასუხეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

აგვისტო 2022

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi