საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახლად გამწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 24/11/2020
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო სასამართლოების ახლად გამწესებულ მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ოცდაოთხმა მოსამართლემ მოსამართლის მანტია დღეს პირველად მოირგო.
მოსამართლეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში დაინიშნენ: ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია.
ახლად გამწესებული მოსამართლეები უფლებამოსილებას 2020 წლის 1 დეკემბრიდან განახორციელებენ. საზეიმო ღონისძიებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები ესწრებოდნენ.
ბოლო სიახლეები
სამძიმარი
28/07/2022
სამძიმარი
26/07/2022
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის მილოცვა
14/07/2022
ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
04/07/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება
09/06/2022