საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა
გამოქვეყნებულია: 16/09/2020
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური 2020 წლის 8 სექტემბერს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის Ad hoc შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.
CCJE სამუშაო ჯგუფი ამჟამად მუშაობს #23 დასკვნის პროექტზე სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაში მოსამართლეთა ასოციაციების როლის შესახებ. #23 დასკვნა განსახილველად წარედგინება CCJE მორიგ პლენარულ სესიას, რომელიც გაიმართება 2020 წლის ნოემბერში. იხ. https://www.coe.int/en/web/ccje/-/finalisation-by-the-ccje-working-group-of-the-draft-opinion-no-23-2020-on-the-role-of-associations-of-judges-in-supporting-judicial-independence
ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის. მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია 2017 წლიდან.
ბოლო სიახლეები
სამძიმარი
28/07/2022
სამძიმარი
26/07/2022
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის მილოცვა
14/07/2022
ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
04/07/2022
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება
09/06/2022