ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2...

t

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2 ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 23/06/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სამართლებრივი შეჯამებები საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ 2 ახალ გადაწყვეტილებაზე: ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ და ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

გადაწყვეტილება საქმეზე ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ 2020 წლის 18 ივნისს იქნა მიღებული და ეხება ისეთ საინტერესო საკითხს, როგორიცაა პირის მსჯავრდება დანაშაულისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, წინამდებარე საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ მომჩივანთა წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა იმ დანაშაულისთვის, რომლის ხანდაზმულობის ვადაც უკვე გასული იყო.

რაც შეეხება საქმეს ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2020 წლის 14 მაისს იქნა მიღებული, სხვა საკითხებთან ერთად, ის ეხებოდა კონვენციის მე-6 მუხლის სხვადასხვა ასპექტებს. მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდნენ, რომ სასამართლოები დაეყრდნენ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებები გააფორმეს. სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა არ დაადგინა და განმარტა, რომ მომჩივნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა სხვა არარერთ მტკიცებულებას და ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები არ იყო გადამწყვეტი ბრალის დადასტურების ნაწილში. 

გადაწყვეტილებების სანახავად იხილეთ ბმული:

ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ

ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2022

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi