საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაცია

f

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაცია

გამოქვეყნებულია: 23/04/2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აგრძელებენ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას და კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში - Stop.Cov.ge თანხების  ინდივიდუალურად გადარიცხვას. თანხების გადარიცხვა მიმდინარე წლის აპრილშიც განხორციელდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საწყის ეტაპზევე ჩაერთვნენ სამოქალაქო სოლიდარობის აქციაში, რომელიც საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური მდგომარეობის დაძლევას ემსახურება და მათ მიერ მიმდინარე წლის მარტში, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ფონდში - Stop.Cov.ge.  -  22 ათასი ლარი გადაირიცხა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები კვლავ  აქტიურად გააგრძელებენ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ამ მძიმე სოციალურ ვითარებაში მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით.

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2022

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi