გამოქვეყნების თარიღი: 2023-03-22
მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო სანდოძესთან ერთად, შეხვედრა გამართა საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ტაილანდის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები გაეცნენ საერთო სასამართლოების სისტემას, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურასა და მის საქმიანობას, აგრეთვე, ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ასპექტებს. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი, აგრეთვე, გააკეთეს სამახსოვრო ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ყველა თანამშრომელს ულოცავს პროფესიუ
2023-05-31
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროკურორის პროფესიულ დღეს, 30 მაის
2023-05-30
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ირინა ზარქუას გა
2023-05-30
იხილეთ სრულად