საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

შეხვედრა თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-21

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს  საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ეწვია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ნინო ქადაგიძესთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საელჩოს ინიციატივით, მოსამართლეებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

შეხვედრის ფარგლებში ექსპერტმა, დრეზდენის სამხარეო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ულრიხ ჰაგენლოხმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“, რის შემდეგაც გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) წარმომადგენელი, ეთუნა ჩაჩანიძე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.


ბოლო სიახლეები

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება

მიმდინარე წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩე

2024-02-19

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და მსოფლიო სამართლის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA

2024-02-07

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 7 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-02-05

იხილეთ სრულად