გამოქვეყნების თარიღი: 2023-01-24
მიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ გაბინაშვილმა ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სააპელაციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, პროფესორ ჯეიმს ბეიკერსა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის წარმომადგენელს, ენდრიუ ჰორსფალს უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი და ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი თამთა დევდარიანი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის მართლმსაჯულების სისტემები, აგრეთვე, ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტსა და საერთო სასამართლოების სისტემას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული
2023-02-02
იხილეთ სრულადმართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი
2023-01-25
იხილეთ სრულად2022 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გრძელდებოდა ვიზიტორთა ექსკურსიები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენ
2023-01-11
იხილეთ სრულად