საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

გამოქვეყნების თარიღი: 2023-02-15

2023 წლის 12-14 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში.

საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვადასხვა ქვეყნის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რამიზ რზაევთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რევაზ საყვარელიძე.


ბოლო სიახლეები

პოლიციელის პროფესიული დღის მილოცვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ყველა თანამშრომელს ულოცავს პროფესიუ

2023-05-31

იხილეთ სრულად
პროკურორის პროფესიული დღის მილოცვა

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს პროკურორის პროფესიულ დღეს, 30 მაის

2023-05-30

იხილეთ სრულად
სამძიმარი

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ირინა ზარქუას გა

2023-05-30

იხილეთ სრულად