საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში შეხვდა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-30

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL-ის) დირექტორი სარა რუპერტი; აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი  ლენა ოუენსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) წარმომადგენლები: ლიზა კოვაჩი და რუსუდან ტაბატაძე.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესზე, საქართველოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.   

ნინო ქადაგიძემ რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.


ბოლო სიახლეები

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება

მიმდინარე წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩე

2024-02-19

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მსოფლიო იურისტთა ასოციაციისა და მსოფლიო სამართლის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (WJA

2024-02-07

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 7 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-02-05

იხილეთ სრულად