გამოქვეყნების თარიღი: 2023-08-11
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის დელეგაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, თამარ ოქროპირიძე შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, ტაჯიკეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ორი ქვეყნის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - ნინო მელაძე, დირექტორის მოადგილე - მიხეილ ხურციძე, ელექტრონული სისტემების მართვის დაინფორმაციის დამუშავების სამმართველოს უფროსი - დიმიტრი სამხარაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის იურისტ-ანალიტიკოსი - თამრიკო ნაჭყებია. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ, UNDP-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ლევან ასათიანი და ივანე ჩიტაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში თამარ ოქროპირიძემ დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების თაობაზე. შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის ფორმატში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა და ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 28 სექტემბერს დანიშნული პლენუმის სხდომა გადაიდო ა/წ 5 ოქტომბერს 17:00 საათისა
2023-09-28
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 25 სექტემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზა
2023-09-26
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმ
2023-09-26
იხილეთ სრულად