საქართველოს უზენაეს სასამართლოს ნიდერლანდების სამეფოს ელჩი სტუმრობდა

გამოქვეყნების თარიღი: 2024-09-02

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სამართლის სფეროში არსებული კავშირები და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად