საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარე ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-09-04

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ეწვია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქნესეთის თავმჯდომარე, ამირ ოჰანა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადი, კონსული ჰადას კოენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანია.

შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად დელეგაციის წევრებს გააცნო საერთო სასამართლოების სისტემა, აგრეთვე, სტუმრებს ინფორმაცია  მიაწოდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სასამართლო სისტემის მოდელებს შორის მსგავსება და განსხვავება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

 


ბოლო სიახლეები

ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის გადადების თაობაზე

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 28 სექტემბერს დანიშნული პლენუმის სხდომა გადაიდო ა/წ 5 ოქტომბერს 17:00 საათისა

2023-09-28

იხილეთ სრულად
სამუშაო შეხვედრა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის ექსპერტებთან

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზა

2023-09-26

იხილეთ სრულად
უზენაეს სასამართლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია ეწვია

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმ

2023-09-26

იხილეთ სრულად