საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-08-23

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი, დოქტორი ბენიამინ ლიმბახი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი.

შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მერაბ ტურავასთან ერთად განიხილა ქართული სამართლებრივი სივრცისა და სასამართლო პრაქტიკის გერმანულ მოდელთან მსგავსება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორი ქვეყანის ტრადიციული, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობის გამოცდილებაზე.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა გერმანულ მხარესთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქართული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოში სამართლის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნივთები და ატრიბუტები.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ეწვია

მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელ

2024-06-13

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-05-31

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-05-30

იხილეთ სრულად