გამოქვეყნების თარიღი: 2022-12-05
მიმდინარე წლის 1-3 დეკემბერს ქვიშხეთში, სასტუმრო „მწერლებში“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, მოსამართლეების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში -2022“.
ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში, კემლინ ფურლიმ და საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს თავშესაფრის საქმეებთან დაკავშირებული ტენდენციები და გამოწვევები ეროვნულ პრაქტიკაში, აგრეთვე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული
2023-02-02
იხილეთ სრულადმართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი
2023-01-25
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართ
2023-01-24
იხილეთ სრულად