საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის“ პრეზენტაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-11-17

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მასშტაბური პროექტის - ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.  აღნიშნული პროექტის ინიციატივა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეკუთვნის და ხორციელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურის ჩართულობით.

ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; საქართველოს გენერალურმა პროკურორმა - ირაკლი შოთაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - რობინ დანიგანმა.

„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში წელს პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტი სტუდენტებს დაეხმარება გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და საპროცესო უნარ-ჩვევები.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში შეხვდა

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს

2023-11-30

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინფორმაციას სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინ

2023-11-29

იხილეთ სრულად
შეხვედრა თემაზე „საქართველოსა და გერმანიის სასამართლოების ორგანიზაციული მოწყობის შედარება“

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს  საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ეწვია. საქართველოს უზენაესი

2023-11-21

იხილეთ სრულად