მილოცვა

გამოქვეყნების თარიღი: 2023-05-15

პატივცემულო მოსამართლეებო, ძვირფასო კოლეგებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ მოსამართლის დღეს, 15 მაისს! უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიისადმი უდიდესი სიყვარულით, მაღალი პასუხისმგებლობითა და კოლეგებისადმი გულწრფელი პატივისცემით გამსჭვალულნი ვულოცავთ ერთმანეთს ამ მნიშვნელოვან თარიღს. მინდა, გისურვოთ წარმატებული სამოსამართლო საქმიანობა კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი განვითარების  გზაზე.

მჯერა, რომ სიმშვიდით, ერთიანი ძალისხმევით, კანონის მიმართ ერთგულებითა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით შევძლებთ არაერთი გამოწვევის წარმატებულად დაძლევას მართლმსაჯულებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღირსეულად, სამართლიანი და ჰუმანური მიდგომებით აღგვესრულებინოს მოსამართლის მაღალი დანიშნულება.

მადლობას გიხდით იმ შრომისა და პროფესიული შემართებისთვის, რომელიც ყოველდღიურად თან ახლავს  სამოსამართლო საქმიანობას.

 

 

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ნინო ქადაგიძე


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად