გამოქვეყნების თარიღი: 2024-10-28
იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორი ორგანიზაცია - Ipsos“ („იფსოსი“), რომელიც მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე ადგილზეა, 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი) და დღეს 90-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი.
პროფესორი იან ვან დაიკი კი ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორია, რომელიც წლების განმავლობაში ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, აგრეთვე იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. იან ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.
3. საქართველოში მოსახლეობის მიერ სასამართლო სისტემის აღქმა; მოსახლეობის კვლევა
4. Public Perception of the Judicial System in Georgia; Georgian Population Survey
მიმდინარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საქართველოს უზენაესი სასამართლო
2024-12-09
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 18 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.
2024-11-17
იხილეთ სრულად