საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

CEPEJ-ს წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნების თარიღი: 2023-01-25

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მართლმსაჯულების რეფორმის შედეგების უკეთ შეფასების მხარდაჭერა“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, CEPEJ-ს სამდივნოს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო  შეხვედრა გაიმართა.

CEPEJ-ს  დელეგაციას  ხელმძღვანელობდა ქრისტელ შურერი, CEPEJ-მდივნის მოადგილე და  CEPEJ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი გეორგ სტავა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ცინცაძე და მასში მონაწილეობას იღებდნენ CEPEJ-ს ყოველწლიური კითხვარის შევსებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კითხვარის შევსებაზე და მონაცემთა  შეგროვება/დამუშავებაზე ექსპერტული მხარდაჭერა და ამ პროცესში ჩართული ყველა უწყებისთვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში, CEPEJ-ს წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა CEPEJ-თან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.


ბოლო სიახლეები

ტაილანდის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარემ,

2023-03-22

იხილეთ სრულად
მილოცვა ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღისადმი

გილოცავთ ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას!

2023-03-10

იხილეთ სრულად
უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული

2023-03-02

იხილეთ სრულად