8 ნოემბერს დიდი ილია ჭავჭავაძის 187 წლის იუბილე აღინიშნება

გამოქვეყნების თარიღი: 2024-11-08

,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!.. მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული“. საუკუნეზე მეტია კრძალვით და რუდუნებით იმეორებს თითოეული ქართველი დიდი ილიას დატოვებულ სიტყვებს, საუკუნეზე მეტია ვფურცლავთ და ვიძირებით მისი ნაშრომების სიბრძნესა და სიღრმეში.

8 ნოემბერს დიდი ილია ჭავჭავაძის, საქართველოს უგვირგვინო მეფის, მისთვის წამებულისა და მისი გადამრჩენელის დაბადებიდან 187-ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ყველა თანამემამულეს  ვულოცავთ ამ დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი დიდი სულიერი წინამძღოლი და სამართლიანი ლიდერი უბოძა შემოქმედმა.  მისი თითოეული სიტყვა თაობებისთვის იქცა სამშობლოსადმი სიყვარულის მთავარ შთაგონების წყაროდ და მზის ბრწყინვალებით ანათებს სამშობლოსათვის უანგაროდ მსახურთა გულებს.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9

2025-06-10

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად