საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

გამოქვეყნების თარიღი: 2022-12-10

10 დეკემბერს მთელი ცივილიზებული სამყარო განსაკუთრებული მზაობით აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს მე-20 საუკუნის ისტორიაში. თარიღს, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ერთხმად მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და მხარი დაუჭირა ამ დღის აღიარებას საეთაშორისო დონეზე. გულითადად ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ჩემს კოლეგას ამ დღეს. გისურვებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა ყოფილიყოს ჩვენი შინაგანი მრწამსის მთავარი ორიენტირი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ქვაკუთხედი, რის გარეშეც სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატიული, თავისუფალი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება და მომავალი განვითარება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ნინო ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე


ბოლო სიახლეები

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული

2023-02-02

იხილეთ სრულად
CEPEJ-ს წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი

2023-01-25

იხილეთ სრულად
შეხვედრა ნიუ იორკის შტატის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 24 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და უზენაესი სასამართლოს მოსამართ

2023-01-24

იხილეთ სრულად