Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ას-1470-1390-2017 11 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – "ა-ი" (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ჯ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა-ი-ს (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი ან კომპანია) წარმომადგენლების დ. ტ-ის და ნ. ბ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (იხ. ტ.1, ს.ფ. 390-400);
1.1.სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
1.1.1. ი. გ-ს(შემდეგში: მესამე მოპასუხე) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა

1) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
2) ქალაქი თბილისი, დ.-ი, ქ-ა - საკადასტრო კოდი 0...
3) ქალაქი თბილისი, დ.-ი, ქ-ა - საკადასტრო კოდი 0...
4) ქალაქი თბილისი, დ.-ი, ქ-ა, ნ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
5) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, ნ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
6) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
7) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, ნ-ი - საკადასტრო კოდი 0...
8) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
9) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ის ტერიტორია - საკადასტრო კოდი 01-
10) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
11) მუნიციპალიტეტი ო-ი, სოფელი ნ.--ი, (სოფ. ო-ი 'შ-ი') - საკადასტრო კოდი 2- (1/2 წილი)
12) ქალაქი თბილისი, სოფ.დ.-ი - საკადასტრო კოდი 0-
13) ქალაქი თბილისი, სოფელი წ-ი - საკადასტრო კოდი 8-
14) ქალაქი თბილისი, 'დ-ი-3'-ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, ინტენსიფიკაციის გზის სამხრეთით, (ნაკვეთი N1/126) - საკადასტრო კოდი 0...
15) ქალაქი თბილისი, სოფელი წ-ი - საკადასტრო კოდი 8-
16) რაიონი მ-ა, დაბა მ-ა , 'კ-ი' - საკადასტრო კოდი 4-
17) ქალაქი თბილისი, ქუჩა ჩ-ი, N 23 (ნაკვ. 15/009) - საკადასტრო კოდი 0...
18) მცხეთა, სოფელი ს-ო, წ-ი - საკადასტრო კოდი 7-
19) ქალაქი თბილისი, გამზირი ვ-–ა, კვარტალი II, N 23ა სართული 9, ბინა N30 - საკადასტრო კოდი 0
20) ქალაქი თბილისი, სოფელი წ-ი - საკადასტრო კოდი 8-
21) ქალაქი თბილისი, ნ-ის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, (ნაკვეთი 15/144) - საკადასტრო კოდი 0...
22) ქალაქი თბილისი, გზატკეცილი წ-ი, N 21 სართული 6, ბინა N17,(დუპლექსი) 308.00 კვ.მ. - საკადასტრო კოდი 0..
23) ქალაქი თბილისი, გამზირი ვ-ა, კვარტალი II, N 23ა ავტოსადგომი N5 (მშენებარე) 13.00 კვ.მ. - საკადასტრო კოდი 0--
24) რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, წ-ის ქუჩის მიმდებარედ - საკადასტრო კოდი 6..
25) რაიონი კასპი, სოფელი ზემო ჩ-ი - საკადასტრო კოდი 6--
26) რაიონი კასპი, სოფელი ზემო ჩ-ი - საკადასტრო კოდი 6-
27) რაიონი მ-ა, დაბა მ-ა, ს-ი - საკადასტრო კოდი 4--
28) ქალაქი თბილისი, ქუჩა მ-ე, N5 - საკადასტრო კოდი 0...
29) რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, 'დ.-–ი' - საკადასტრო კოდი 6--
30) ქალაქი თბილისი, ქუჩა ი-ის, N 60, (იგივე ი-ის/ბ-ის ქუჩა N60/4) - საკადასტრო კოდი 0---
31) ქალაქი თბილისი, ქუჩა ი-ის, N 60, (იგივე ი-ის/ბ---ის ქუჩა N60/4 ავტოფარეხი - საკადასტრო კოდი 0-
32) ქალაქი თბილისი, სოფელი წ--ი - საკადასტრო კოდი 8
33) რაიონი კასპი, სოფელი ზემო ჩ----ი - საკადასტრო კოდი 6----
34) ქალაქი თბილისი, დიდი ლილო, ვ-ის მეურნეობა - საკადასტრო კოდი 8-
35) რაიონი კასპი, სოფელი ა--ი - საკადასტრო კოდი 6-
36) რაიონი კასპი, სოფელი ა-ი - საკადასტრო კოდი 6-
37) რაიონი კასპი, სოფელი ზემო ჩ-ი - საკადასტრო კოდი 6-
38) რაიონი მ-ა, დაბა მ-ა, -ის ქუჩა - საკადასტრო კოდი 4-
39) რაიონი მ-----ა, დაბა მ-----ა, (ყოფილი ატეკის მთავარი კორპუსი) - საკადასტრო კ-
40) რაიონი მ-----ა, დაბა მ-----ა, ს-------–ი - საკადასტრო კოდი 4-
41) რაიონი მ-----ა, დაბა მ-----ა - საკადასტრო კოდი 4-
42) რაიონი კასპი, სოფელიბ-ი- საკადასტრო კოდი 6-
43) რაიონი კასპი, სოფელიბ-ი- საკადასტრო კოდი 6-
44) რაიონი კასპი, სოფელიბ-ი- საკადასტრო კოდი 6-
45) რაიონი კასპი, სოფელი ბ-ი - საკადასტრო კოდი 6-
46) რაიონი კასპი, სოფელიბ-ი- საკადასტრო კოდი 6-
47) ქალაქი თბილისი, სოფელი ზ-ი, 'ბ-ა' / ქალაქი თბილისი, სოფელი ზ-ი - საკადასტრო კოდი 7..
1.1.2. ყადაღა დაედო მესამე მოპასუხის წილებს შემდეგ საწარმოებში:

1) 66.7 %-იანი წილი შპს „ტ-ში“ ( 2-- )
2) 50 %-იანი წილი შპს მ-ში ( 2-- )
3) 35 %-იანი წილი შპს ს-ში ( 2--)
4) 50%-იანი წილი შპს მ-ში ( 2- )
5) 100 %-იანი წილი შპს ე-ში ( 2- )
6) 100 %-იანი წილი შპს დ-ა-ში ( 2--)
7) 100 %-იანი წილი შპს ტ. მ-ა-ში ( 4-)
8) 65 %-იანი წილი შპს „ო-ი +“-ში ( 2- )
9) 20 % -იანი წილი შპს რ-ში (2- )
10) 50 %-იანი წილი შპს ე-- -ში ( 2- )
11) 50 %-იანი წილი შპს ჯ-ი-ში ( 2- )
12) 50 %-ინი წილი შპს დ.--ში ( 2-- )
13) 34 % -იანი წილი შპს „ ა-“-ში ( 4-)
14) 80 %-იანი წილი შპს „ი-“-ში ( 4- )
15) 25 %-იანი წილი შპს ა-ი-ში ( 4- )
16) 50 %-იანი წილი შპს „გ-ი -ში“ ( 4- )
17) 25 %-იანი წილი შპს შ--ში ( 4- )
18) 33 -იანი წილი შპს ნ.--ში ( 4- )

1.1.3. ყადაღა დაედო მესამე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომობილებს:

1. ვაზ 2107 სედანი; გამოშვების წელი 1990; სახელმწიფო ნომერი; Ч-----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: ძარა 6-----; ძრავი 228452; სარეგისტრაციო მოწმობა: Г-------; რეგისტრაციის თარიღი: 1993-02-23
2. TOYOTA CAMRY CSI; გამოშვების წელი: 2004; სახელმწიფო ნომერი: Q-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: J---; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2006-04-03;
3. CHTZ T-130; გამოშვების წელი: 1987; სახელმწიფო ნომერი: E----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: ძრავი - D130---; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2009-07-27;
4. MTZ EO-2621; გამოშვების წელი: 1988; სახელმწიფო ნომერი: D----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: 1-----, ძრავი - 961652; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2011-06-04;
5. YAMAHA YFM 700; გამოშვების წელი: 2011; სახელმწიფო ნომერი: D-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: A----------; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2011-06-08;
6. TOYOTA COASTER; გამოშვების წელი: 2012; სახელმწიფო ნომერი: V-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: J---; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2012-10-18;
7. YAMAHA YXR700F; გამოშვების წელი: 2012; სახელმწიფო ნომერი: C-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: 5--; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2012-10-04;
8. TOYOTA HILUX 2.8D; გამოშვების წელი: 2004; სახელმწიფო ნომერი: C-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: J---; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2013-09-28;
9. MERCEDES-BENZ SPRINTER 312 D; გამოშვების წელი: 1999; სახელმწიფო ნომერი: G-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: W----; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-01-11;
10. YAMAHA YXM 700; გამოშვების წელი: 2014; სახელმწიფო ნომერი: C-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: 5-----; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-05-14;
11. YAMAHA YXM 700; გამოშვების წელი: 2014; სახელმწიფო ნომერი: C-----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: 5-----; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-05-14;
12. BELARUS 132H; გამოშვების წელი: 2014; სახელმწიფო ნომერი: R----; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: 1----; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-06-21;
13. LEXUS LX 570; გამოშვების წელი: 2016; სახელმწიფო ნომერი: S------; საიდენტიფიკაციო შასის, ძარის ნომერი: J-----; სარეგისტრაციო მოწმობა: A-----8; რეგისტრაციის თარიღი: 2016-03-22;

1.2. შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) აეკრძალა შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

1) ქალაქი თბილისი, სოფელ დიღმის ტერიტორია - საკადასტრო კოდი 0...
2) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, რ---------ის ქუჩა N28ა - საკადასტრო კოდი 0...
3) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, ხ-------ის ქუჩა, N1 - საკადასტრო კოდი 0...
4) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...
5) ქობულეთი, ქუჩა ა--–--ე, შესახვევი 1, N 2 - საკადასტრო კოდი 2-----------
6) ქალაქი თბილისი, ქუჩა გ----ის, N 2, (ნაკვეთი N3/25) - საკადასტრო კოდი 0...
7) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, 'ჩ--–-------ი' - საკადასტრო კოდი 0...
8) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი, რ---------ის ქუჩა N28 - საკადასტრო კოდი 0...
9) ქალაქი თბილისი, ხეივანი დ. ა----–------–ი , მიმდებარე ტერიტორია / ქალაქი თბილისი , სოფელ დიღმის ტერიტორია , (ნაკვეთი N34/533) - საკადასტრო კოდი 0...
10) ქალაქი თბილისი, სოფელი დ.-ი - საკადასტრო კოდი 0...

1.3. დ. ტ----ეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:

1) ქ. ბათუმი, ქუჩა რ--–ი N19/ქ. ბათუმი, ქუჩა თ--ი N4, ბინა 303 - საკადასტრო კოდი 0--
2) რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, წ-–ის ქუჩა - საკადასტრო კოდი: 6--
3) ქ.თბილისი, დ.-ი, ჩ--ი - საკადასტრო კოდი 0...
4) ქ. თბილისი, სამრეწველო ზონა - საკადასტრო კოდი 7--

1.3.1. ყადაღა დაედო მეორე მოპასუხის წილებს შემდეგ საწარმოებში:

1) 33.3 %-იანი წილი შპს „ტ-–--ში“ ( 2- )
2) 20 %-იანი წილი შპს გ--ში ( 2-- )
3) 50 %-იანი წილი შპს მ-ში ( 2-- )
4) 35 %-იანი წილი შპს ს---ში ( 2-------- )
5) 50%-იანი წილი შპს მ----ში ( 2-------- )
6) 100 %-იანი წილი შპს M--ში ( 4-------- )

1.3.2. ყადაღა დაედო მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილებს:

1. ვაზ 2107 სედანი; გამოშვების წელი 1990; სახელმწიფო ნომერი;Ч-----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: ძარა 6-----; ძრავი 228452; სარეგისტრაციო მოწმობა: Г-------; რეგისტრაციის თარიღი: 1993-02-23
2. YAMAHA GRIZZLY; გამოშვების წელი 2007; სახელმწიფო ნომერი; D-----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: J-; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; რეგისტრაციის თარიღი: 2008-11-10;
3. TOYOTA PRIUS; გამოშვების წელი 2011; სახელმწიფო ნომერი; R------; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: J---; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-09-16;
4. YAMAHA YXR700F; გამოშვების წელი 2012; სახელმწიფო ნომერი; C-----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: 5---; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2013-02-15;
5. YAMAHA YXM700; გამოშვების წელი 2014; სახელმწიფო ნომერი; C-----; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: 5---; სარეგისტრაციო მოწმობა: T--------; რეგისტრაციის თარიღი: 2014-05-14;
6. TOYOTA CAMRY; გამოშვების წელი 2015; სახელმწიფო ნომერი; R------; საიდენტიფიკაციო შასის ნომერი: 4---; სარეგისტრაციო მოწმობა: A-------3; რეგისტრაციის თარიღი: 2015-11-17.
1.4.მოსარჩელის წარმომადგენლების შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ”ჯ-------”-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე 3 636 986 აშშ დოლარის ფარგლებში დაყადაღების, ასევე, მეოთხე მოპასუხის რიცხულ ავტომობილებზე სამართლებრივი რეჟიმების შეცვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.5. სასამართლოს განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგებოდა იმის გამო, რომ მისი სარჩელი უარყოფილი იქნებოდა და გადაწყვეტილება შევიდოდა კანონიერ ძალაში, იგი ვალდებული იქნებოდა, მეორე მხარისათვის ზარალი აენაზღაურებინა, რომელიც პროცესუალურ მოწინააღმდეგეს მიადგებოდა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების საჩივარი (იხ. ტ.2, ს.ფ.89-90) არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (იხ. ტ.2, ს.ფ. 94-102).
3. 2017 წლის 9 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა და მოითხოვეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია (იხ. ტ.3, ს.ფ.13-15).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია; მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიას დაევალა 3 636 986 (სამი მილიონ ექვსას ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი) აშშ დოლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს ,,თ----------ი'', ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის N--------- GEL; N--------- USD; G-------- EUR), სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში;
4.1. მოსარჩელეს განემარტა, რომ სასამართლოს განჩინებით დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში;
4.2. კომპანიას ისიც განემარტა, რომ განჩინებით დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაუქმდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (იხ. ტ.3, ს.ფ.29-42).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ ვადაში საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგინა (იხ.ტ.3, ს.ფ. 89-98).
6. 2017 წლის 21 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა კომპანიამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებების გაუქმება (იხ. ტ.3, ს.ფ. 107-116).
7. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მხარეები მეწარმე სუბიექტებად, ამასთან, სასამართლომ მათ მიმართ არასწორად გამოიყენა მეწარმე სუბიექტისათვის ზიანის მიყენების პრეზუმფცია. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა იმ მტკიცებულებათა არარსებობაზე, რომელიც მხარეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1971-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა (იხ. ტ.3, ს.ფ. 118-130).
9. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 191-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნელყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტის წინაპირობაა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტა. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გააზრებულად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო ასევე აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ასეთი ღონისძიების გამოყენებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი და სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის.
11. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნებისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს დაცული. აღნიშნული ბალანსის დაცვას ემსახურება სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც განმცხადებელი დაადასტურებს, რომ სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-958-923-2016). შესაბამისად კანონი თანაბრად იცავს არამარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ანგარიშგასაწევ ინტერესებსაც.
12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3-ე, სსსკ-ის მე-4, მე-5, 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა შეაფასოს განცხადებასა თუ საჩივარში მოცემული მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხვა მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში) და ისე გააკეთოს დასკვნები უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო (სააპელაციო საჩივრის) მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 3 636 986 აშშ დოლარს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მესამე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო მის წილებს საწარმოებში, ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს; მეოთხე მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო მეორე მოპასუხის წილებს საწარმოებში, ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებული ავტომობილებს.
14. სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირის ქონებაზე შეზღუდვების გავრცელებით მოპასუხეს შესაძლებელია ხელი შეეშალოს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც. მეწარმეობა არის დამოუკიდებელი, ინიციატივიანი საქმიანობა (საქონლის წარმოება, მომსახურების გაწევა, სამუშაოთა შესრულება), რომელიც საკუთარი ან ნასესხები სახსრებით, რისკისა და პასუხისმგებლობის გაწევით ხორციელდება მთავარი მიზნის - მოგების მისაღებად. ეს არის არაერთჯერადი, შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც სიახლეების დანერგვას მოითხოვს. შეზღუდვების დაწესებით მოპასუხეები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, შეუძლებელი გახდება საწარმოს მატერიალური რესურსის გამოყენება საწარმოს ინტერესებისათვის.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებისას, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილი იყო უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (უზრუნველყოფის შებრუნების) აუცილებლობა, ვინაიდან, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებდათ მათ. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მეოთხე მოპასუხე წარმოადგენს იურიდიულ პირს და მეწარმე სუბიექტს, შესაბამისად, მისი საქმიანობა დაფუძნებულია მოგების მიღებაზე. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს - მეორე და მესამე მოპასუხეებს, ისინი წარმოადგენენ რა მეწარმეებს, შესაბამისად, მათ საკუთრებაში არსებული ქონება გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების კუთხით, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა და მისი შესაბამისობა იმ ქონების ღირებულებასთან მიმართებით, რაზედაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულია შეზღუდვა.
16. იქედან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების მოსარჩელისათვის დავალდებულების გადაწყვეტილება და იმის გამო, რომ მოსარჩელემ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე არ განათავსა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო და სსსკ-ის 199.2-ე მუხლის თანახმად გაუქმდა კიდეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრისა და 13 ნოემბრის განჩინებების გაუქმებას მოითხოვს ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (იხ. ტ.2, ს.ფ.127-128), რომლის თანახმად:
19.1. კომპანიის მიერ აღძრული სარჩელი ოთხი მოპასუხის: შპს „ჯ-------ის“ (პირველი მოპასუხე - იხ. ამ განჩინების 1.4. ქვეპუნქტი), დ. ტ----ის (მეორე მოპასუხე - იხ. ამ განჩინების 1.3, 1.3.1 და 1.3.2 ქვეპუნქტები), ი. გ--------ისა (მესამე მოპასუხე - იხ. ამ განჩინების 1.1.1- 1.1.3 ქვეპუნქტები) და შპს „ტ----ის“ (მეოთხე მოპასუხე - იხ. ამ განჩინების 1.4 ქვეპუნქტი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეთაგან მხოლოდ პირველს - შპს „ჯ-------ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 3 636 986 აშშ დოლარის გადახდა;
19.2. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
19.3. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც 19.1. ქვეპუნქტში მითითებულ მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო ამავე მოპასუხის წილებს საწარმოებში და მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს (იხ. ზემოთ ამ განჩინების 1.3, 1.3.1, 1.3.2 ქვეპუნქტები); ასევე, გაუქმდა ზემოხსენებული 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც 19.1. ქვეპუნქტში მითითებულ მესამე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო ამავე მოპასუხის წილებს საწარმოებში და მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს (იხ. ზემოთ ამ განჩინების 1.1.1 - 1.1.3 ქვეპუნქტები) და გაუქმდა 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც 19.1. ქვეპუნქტში მითითებულ მეოთხე მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი).
20. სარჩელის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე, რომელიც ბელგიაში რეგისტრირებული იურიდიული პირია, უთითებს, რომ მეორე და მესამე მოპასუხე ფიზიკური პირები არიან მეოთხე მოპასუხე საწარმოს მესაკუთრეები, თავის მხრივ, მეოთხე მოპასუხე საწარმოს დირექტორია მესამე მოპასუხე; ამასთან, პირველი მოპასუხე საწარმოს დირექტორია მეორე მოპასუხე, ხოლო პირველი მოპასუხე საწარმოს მესაკუთრეა მეოთხე მოპასუხე საწარმო. მოპასუხეებმა მოსარჩელე კომპანიის მიმართ აღიარეს ვალი და იკისრეს მისი კონკრეტული გრაფიკით დაბრუნება, რაც ხელშეკრულებაშია ასახული, თუმცა, მისი პირობები დაირღვა. მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ამოღება ვერ ხერხდება პირველი მოპასუხე საწარმოსაგან, რადგან მას არანაირი ქონება არ გააჩნია (იხ. ტ.2, ს.ფ.129, ასევე, ამონაწერები სამეწარმეო პირების რეესტრიდან - ტ1, ს.ფ.30-35).
21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა - 3 636 986 აშშ დოლარი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაკისრებული აქვს მხოლოდ პირველ მოპასუხეს, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლების შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე 3 636 986 აშშ დოლარის ფარგლებში დაყადაღების თაობაზე, ასევე, მეოთხე მოპასუხის რიცხულ ავტომობილებზე სამართლებრივი რეჟიმების შეცვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით (იხ.ტ.1,ს.ფ.400).
22. სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ითხოვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილი იქნა მისი სარჩელი მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ კომპანიის სასარგებლოდ.
23. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ 2017 წლის 9 თებერვლის განცხადებით სასამართლოს მიმართეს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და მოსარჩელეს დაავალა 7 დღის ვადაში უზრუნველეყო საერთო სასამართლეობის სადეპოზიტო ანგარიშზე სასარჩელო მოთხოვნის იდენტური თანხის - 3 636 986 აშშ დოლარის განთავსება, რისი შეუსრულებლობის გამოც, სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების უძრავ-მოძრავ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების 1.1.-1.3 ქვეპუნქტები) და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე მოსარჩელის მიერ იმავე წლის 21 ნოემბერს წარდგენილი საჩივარი (იხ. ტ.3, ს.ფ.107-111) არ დააკმაყოფილა 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, შედეგად - უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
24. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნისა და მისი განხორციელების საპროცესო წინაპირობების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ „გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს“ (იხ. № ას-859-825-2016, 28 ნოემბერი, 2016 წელი; შდრ. იხ. სუსგ № ას-450-422-2017, 11.04.2017 წ.).
25. განსახილველ შემთხვევაში საქმე უკვე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეა, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ პირველი მოპასუხისათვის დაკისრებულია 3 636 986 აშშ დოლარი, ხოლო საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ფარგლებში პირველი მოპასუხე საწარმოს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებისა და მეოთხე მოპასუხე საწარმოზე რიცხული ავტომობილბზე სამართლებრივი რეჟიმის შეცვლის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ რეალურად უნდა შეაფასოს მოსარჩელის მოთხოვნის პერსპექტიულობა, მათ შორის, მის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის საკითხი, რადგან გადაწყვეტილების აღსრულებადობა პირისათვის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია.
26. მოცემულ შემთხვევაში ნაწილობრივ გასაზიარებელია მოსარჩელე კომპანიის საჩივრის პრეტენზიები (იხ. საჩივარი - ტ.3, ს.ფ 107-111), კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაში, რომლითაც დაკმაყოფილდა მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ, არ არის დასაბუთებული ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განმცხადებლებს (მოპასუხეებს) მიადგეთ მათ უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო. მარტოოდენ ის მსჯელობა, რომ მეოთხე მოპასუხე საწარმოა, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეები, რომლებიც ფიზიკური პირები არიან და მათ, როგორც საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ მეწარმეებს, ზიანი ადგებათ, რადგან მათ საკუთრებაში არსებული ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება შეზღუდული აქვთ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, არასაკმარისი დასაბუთებაა, რადგან „საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით მოპასუხისათვის განსაზღვრულია უფლებამოსილება, განცხადებით მოითხოვოს მისი უზრუნველყოფის გარანტია სასამართლოსაგან. თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა მოპასუხის (მოვალის) მტკიცების ტვირთია [სსსკ-ის 102-ე მუხლი], ვინაიდან ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს და ასევე სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ზიანის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში ზიანი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ხდება და მან უნდა ამტკიცოს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლებები დაუშვებლად ილახება და ზიანი ადგება, ან გარდაუვალია მისთვის ზიანის მიყენება [სსსკ-ის 199-ე, მე-4 და 102-ე მუხლი]...“ (იხ. სუსგ ას-450-422-2017, 11.04.2017 წ.).
27. სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ მიმართებით რამდენად შეასრულა მოპასუხემ მტკიცების ტვირთი და თუკი დაადგენს მოპასუხეთათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გამო მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის გარანტიის დავალებას, ისიც უნდა შეაფასოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სარჩელის, ანუ ფულადი თანხის იდენტური ოდენობით უნდა დაევალოს მოსარჩელეს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, თუ შესაძლებელია ამ უკანასკნელისათვის სხვა ოდენობის თანხის დაკისრება. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და დასაბუთებულობა და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე.
28. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემაც უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ. მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის გარანტირება მოახდინოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. ასეთი საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რამაც შესაძლოა მხარეს ზიანი მიაყენოს.
29. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის გამოყენებისა და მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოსთხოვა, რისი შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გააუქმა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არათანასწორი მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს, რითაც საფრთხე შეექმნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას, რისთვისაც არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი. მხარემ, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, უნდა მიუთითოს იმ მოსალოდნელ ზიანზე, რაც შეიძლება რეალურად მოჰყვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და, შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისაგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის აუცილებლობის ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (იხ. სუსგ # ას-832-884-2011, 13.06.2011წ.),
30. "საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე “შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40)" (იხ. სუსგ ას-1238-1161-2015, 12.02.2016 წ.).
31. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებით მიზნად ისახავს, გარანტირებული იქნეს მხარეთა თანასწორობისა და მტკიცებულებათა შეფასების სსსკ-ით დადგენილი სტანდარტები. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, მოვალის უფლებები იზღუდება, თუმცა, ეს კანონით გათვალისწინებული საშუალებაა, დაცული იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობის საფრთხისგან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვარაუდის საფუძველზე იღებს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უფრო მაღალ სტანდარტს ეფუძნება, ვიდრე ვარაუდია (სსსკ-ის 199.1-ე მუხლი). სწორედ ამიტომ, უზენაესი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ზედმიწევნით შეაფასოს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების 2017 წლის 9 თებერვლის განცხადება, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ, მოპასუხეთა კუთვნილი მტკიცების ტვირთის დაძლევის შეფასების გზით.
32. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 196-ე მუხლზე, რომელიც მოპასუხეს შესაძლებლობას აძლევს შეიმსუბუქოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაკისრებული ტვირთი, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სარჩელი მისი მოთხოვნის ფარგლებში უზრუნველყოფილია და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ეჭვქვეშ არ აყენებს.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე, და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების მიერ წარდგენილი განცხადების - მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ - ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „ა-----ი “- ის საჩივარი დაკმაყოფილდს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუბრუნდეს საქმე შპს „ტ-ის“, დ. ტ----ისა და ი. გ-ის მიერ წარდგენილი განცხადების - მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ - ხელახლა განსახილველად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე