ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს 2013 წლის მეორე ნახევრის გადაწყვეტილებების ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ

    უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ მომზადდა და უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე განთავსდა  ინფორმაცია 2013 წლის მეორე ნახევრის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

     უზენაესი სასამართლოს, როგორც საკასაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობის მთავარი მიმართულება სწორედ  სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება და სამართლის ნორმათა  განმარტებაა, ამიტომ, სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  პრაქტიკის შესწავლას და ანალიზს და შემდეგ უკვე დამუშავებული ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდონობის უზრუნველყოფას.

     უზენაესი სასამართლოს 2011- 2012 წლების  და 2013 წლის პირველი ნახევრის სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია ვებ. გვერდზე. ახლა კი აქვე შესაძლებელი ხდება იხილოთ ინფორმაცია  2013 წლის წლის მეორე ნახევრის სასამართლო პრაქტიკის შესახებაც.

    სასამართლო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გახლავთ  საკასაციო ინსტანციის იმ გადაწყვეტილებების ანალიზი, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

     სასამართლოს მიერ მომზადებული პრაქტიკის ანალიზი დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებათა შეცვლის თუ გაუქმების საფუძვლების პრაქტიკა.

      უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე (www.supremecourt.ge) განთავსებულია წარმოდგენილ ანალიზურ მასალაში მითითებული ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მოძიებაშიც დაგეხმარებათ სპეციალური სისტემა.

სისხლის სამართლის საქმეებზე – 2013 წლის მეორე ნახევარი

სამოქალაქო სამეებზე – 2013 წლის მეორე ნახევარი

ადმინისტრაციულ საქმეებზე – 2013 წლის მეორე ნახევარი

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi