ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს 2011-2012 წლებისა და 2013 წლის 6 თვის სასამართლო პრაქტიკის შესახებ

სასამართლო რეფორმა სისტემის მუდმივ განვითარებას ნიშნავს. რეფორმის ერთი მიმართულების დასრულების შემდეგ სასამართლო ხელისუფლება ახალი გამოწვევების წინაშე დგას. რეფორმის ყველა სიკეთე კი, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება კვლავაც რჩება სასამართლო რეფორმის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად. ამ კუთხით კი უზენაეს სასამართლოს და მის გადაწყვეტილებებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

ამჯერად, უზენაესი სასამართლო ფართო საზოგადოებას საკასაციო ინსტანციის იმ გადაწყვეტილებების შესახებ სთავაზობს ინფორმაციას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებათა განზოგადება განხორციელდა უზენაესი სასამართლოს შესაბამისი სამსახურის მიერ და დღეისათვის მოსამართლეებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის წარმოდგენილია 20112012 წლებისა და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდში სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა ანალიზი.

აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება არა მარტო მოსამართლეებს, გააანალიზონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები, არამედ მხარეებისთვისაც თავიდანვე ხდება ცნობილი საკუთარი პოზიციის პერსპექტივა.

უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა და ამიტომ მხარეებისთვის უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაც. სასამართლოს მიერ მომზადებული მასალები კი დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს, გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებათა შეცვლისა თუ გაუქმების საფუძვლების პრაქტიკა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაზრდის სასამართლოს გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას.

უზენაესი სასამართლოს ვებ.გვერდზე (www.supremecourt.ge) განთავსებულია წარმოდგენილ ანალიზურ მასალაში მითითებული ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მოძიებაშიც დაგეხმარებათ სპეციალური საძიებო სისტემა.

სისხლის სამართლის საქმეებზე – 2013 წლის 6 თვე,  2012,  2011

სამოქალაქო სამეებზე –  2013 წლის 6 თვე,  2012,  2011

ადმინისტრაციულ საქმეებზე –  2013 წლის 6 თვე,  2012,  2011

მაისი 2017

  • Previous month
  • Next month
მაისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi