საქართველოს უზენაესი სასამართლო
ალექსანდრე წულაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის 4 სექტემბრიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი;
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 07 ივნისს, ბათუმში.
სამუშაო გამოცდილება
2017-2019 იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
2017-2019 თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2018- 2019 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე;
2015-2017 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
2014-2015 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2012-2014 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე;
2011-2012 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი (მინისტრის თანაშემწე);
2007-2009 იურიდიული კომპანია „გაბუნია და პარტნიორების“ იურისტი;
2005-2006 სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
განათლება
2006 წელს წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი;
2009-2010 წლებში სწავლობდა რომში “ლა საპიენცას” უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრატურაზე;
2011 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის დოქტორანტურაზე. 2016 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი Summa Cum Laude შეფასებით;
ეწევა აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია უნივერსიტეტში. მოპოვებული აქვს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის კვლევითი გრანტი (ჰამბურგი, გერმანია) და კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძლევადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ). არის JAMS Foudation-ის Senior Fellow და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი. ასევე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.
ნინო ქადაგიძე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
შალვა თადუმაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
გიორგი მიქაუტაძე
თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
მაია ვაჩაძე
მოსამართლე
ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლე
გიორგი შავლიაშვილი
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე
მერაბ გაბინაშვილი
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
მირანდა ერემაძე
მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი
ქეთევან ცინცაძე
მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
თამარ ზამბახიძე
მოსამართლე
ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
მოსამართლე
მამუკა ვასაძე
მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი
ნინო ბაქაქური
მოსამართლე
ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლე
მიხეილ ჩინჩალაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე