ლევან მიქაბერიძე - მოსამართლე,...

levan mikaberidze

ლევან მიქაბერიძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის 8 მაისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 7 მარტს, ქ. თბილისში.

სამუშაო გამოცდილება

2019 წლის ივლისიდან  2019 წლის 12 დეკემბრამდე დაინშნული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2013 წლის ნოემბერში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად.

2012-2013 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსის თანამდებობაზე.

2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტად.

2006 წლის (მარტიდან ივნისამდე) მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) კურიერად.

განათლება:

2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართლისმცოდნეობა. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი სპეციალობით მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია. მიენიჭა გეოგრაფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მეტეოროლოგ-კლიმატოლოგის კვალიფიკაცია.

2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

პაატა ქათამაძე

პაატა ქათამაძე

მოსამართლე

mzia

მზია თოდუა

მოსამართლე

miranda eremadze

მირანდა ერემაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

Tamar Zambakhidze

თამარ ზამბახიძე

მოსამართლე

n

ნინო ბაქაქური

მოსამართლე

zurab dzlierishvili

ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

აგვისტო 2020

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi