Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 25-01-2021

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 31.12.2020

ნინო ქადაგიძემ გერმანული ჰოსპიტლის მედიკოსებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

დღეს, 31 დეკემბერს, 2020 წლის ბოლო სამუშაო დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გერმანულ ჰოსპიტალს ესტუმრნენ, რომელიც მიმდინარე კოვიდ-19 -ის პანდემიის პირობებში კოვიდ-დაწესებულებად გადაკეთდა.

უზენაესი სასამართლოსა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეებმა დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს გერმანული ჰოსპიტლის ექიმებს, სხვა თანამშრომლებს და საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ჰოსპიტლის ექიმთა მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციას.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა