Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 26-02-2021

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 08.12.2020

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

2020 წლის 6 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ, ადამიანის უფლებათა კვირეულის და ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის  ფარგლებში, გამართა ონლაინ შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მექანიზმები“.შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, სტატისტიკის სექტორის თანამშრომლები. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები. მონაწილეებმა სტუდენტებს გააცნეს ანალიტიკური განყოფილების კვლევები. სტუმრებმა ისაუბრეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ, კანონმდებლობის ნოვაციებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა უპასუხეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა