მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების...

ce

მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) ხარისხის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 06/10/2020

2020 წლის 24-25 სექტემბერს  ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის ხარისხის სამუშაო ჯუფის (CEPEJ GT-QUAL) 28-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც  CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი და მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის ექსპერტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილებდა.

სამუშაო ჯუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სასამართლო გადაწყვეტილებების მოდელირების ტექნოლოგიების მიმართ „მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ევროპული ეთიკის ქარტიის“ გამოყენების სახელმძღვანელო და ხელოვნური ინტელექტის სერტიფიცირების მექნიზმების შემოღების მიზანშეწონილობის წინასწარი კვლევა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, განხილულ იქნა სამოქალაქო სამართლებრივ პროცედურებში მომხმარებლის ცენტრალური ადგილისა და მხარეებთან სასამართლოს ნათელი და მარტივი კომუნიკაციის  სპეციალური სახელმძღვანელოები.

სამუშაო ჯგუფმა ასევე დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემებში მოსამართლეთა შერჩევისა და კარიერული წინსვლისას გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობის კვლევა და განიხილა მედიაციასთან დაკავშირებით თავისი სამომავლო გეგმები.

დასასრულს გაიმართა მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის ხარისხისა და კიბერ-მართლმსაჯულების სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა, სადაც ამ ორი ჯგუფის საქმიანობის კოორდინაციის საკითხები განიხილეს.

GT-QUAL წარმოადგენს ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიასთან არსებულ საერთაშორისო ექსპერტთა ექვკაციან ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს ევროპის საბჭოს სხვადასხვა დაწესებულებებისა და წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემებისათვის ხარისხიანი სამართლწარმოების თემაზე.

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2020

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi