ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო...

ar

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 01/09/2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე არქანია საქართველოს წინააღმდეგ.

წინამდებარე საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა, მომჩივნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტის არაჯეროვანი გამოძიების გამო. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანი დაკავებულ იქნა ოთხი-ხუთი საათით ადრე, ვიდრე ეს მოცემული იყო დაკავების ოფიციალურ ოქმში, რაც სასამართლოს მოსაზრებით არღვევს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებით უზრუნველყოფილ ფუნდამენტურ გარანტიებს და შეუთავსებელია ამ მუხლით განსაზღვრულ კანონიერების მოთხოვნასთან.

იხ. გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

სექტემბერი 2020

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi