მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის...

i

მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 29/06/2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური 2020 წლის 25-26 ივნისს ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

CCJE სამუშაო ჯგუფი ამჟამად მუშაობს #23 დასკვნის პროექტზე სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაში მოსამართლეთა ასოციაციების როლის შესახებ. #23 დასკვნა განსახილველად წარედგინება CCJE მორიგ პლენარულ სესიას, რომელიც გაიმართება 2020 წლის ნოემბერში. იხ. https://www.coe.int/en/web/ccje/-/finalisation-by-the-ccje-working-group-of-the-draft-opinion-no-23-2020-on-the-role-of-associations-of-judges-in-supporting-judicial-independence

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნის  მოსამართლეებისაგან. საბჭოს მთავარი დანიშნულებაა მოსაზრებებისა და დასკვნების შემუშავება მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაციისათვის. მოსამართლე ნინო ბაქაქური ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრია 2017 წლიდან.

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi