ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს...

n

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

გამოქვეყნებულია: 17/03/2020

დღეს. 17 მარტს, საქართველოს პარლამენტმა დეპუტატთა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძეაირჩია,რომელიც უზენაეს სასამართლოში  ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა. საპარლამენტო სესიის კენჭისყრამდე დეპუტატებმა ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც პარლამენტის წევრებსა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ასევე დაესვათ შეკითხვები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ნინო ქადაგიძემ თავის გამოსვლაში  მოღვაწეობის  მთავარ მიზნად დაასახელა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცების გზით ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ასევე ისაუბრარამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და მის დაცვას, მაღალი ხარისხის კომპეტენტური სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ,,მოსამართლე დაცული უნდა იყიოს არა მხოლოდ გარეშე ზეგავლენისაგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისაგან. სასამართლოს შიგნით დამოუკიდებლობა მოითხოვს, რომ ცალკეული მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისუფალი იყოს მითითებისა ან/და ზეწოლისაგან, რაც პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი იმისი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისაგან“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქმეთა რაოდენობაზე და იმ დიდ ნაკადზე, რომელიც დაუსრულებლად მოდის სასამართლოში,  სასამართლოში საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისების დახვეწაზე, მოსამართლეთა პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის როლზე, მოსამართლეთა სოციალური გარანტიებისა განმტკიცებაზე და რაც მთავარია საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე მედიის ფართო ჩართულობით.  ,,უფლება ინფორმაციაზე კვლავ რჩება პრინციპად. უნდა გავითვალისიწინოთ, რომ საზოგადოების ინტერესი მოითხოვს მასმედიასთან აუცილებელ თანამშრომლობას რა მიზნითაც უნდა განვითარდეს სპიკერის ინსტიტუტი. სასამართლოში ეს ინსტიტუტი დანერგილია, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით მაინც და მაინც არ გამოირჩევა. ვფიქრობთ ამ პირების დატრენინგება უნდა მოხდეს. ეს პირები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალო კონტაქტში იქნებიან მედიის წარმომადგენლებთან და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებირივი ინტერესის სფეროში ექცევა, ბუნებრივია კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით მიეწოდებათ“,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მაისი 2020

  • Previous month
  • Next month
მაისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi