ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...
Русское порно видео xxx video xxx pornium okfap Porn Video Hd Porn Tubxporn New Sex Video Hd

wq

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 05/03/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2020 წლის 27 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მოკლე სამართლებრივი შეჯამება საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ.

წინამდებარე საქმე ეხებოდა ბ-ნი ლობჟანიძის წინააღმდეგ ურთიერთდაკავშირებულ სამ სამართალწარმოებას, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე ეხებოდა მის სიდედრს, ქალბატონ ფერაძეს. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით, მომჩივნები დავობდნენ, რომ მეორე სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა საკმარის მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულების შეფასების საკითხი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ დაადგინა.

თუმცა, მოცემულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა თვითონ აერჩია დამცველი; ამასთანავე, ეროვნული სასამართლოების გადაჭარბებულმა ფორმალურმა მიდგომამ, რაც გამოიხატა საპროცესო ვადის გაშვების გამო მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობაში, განაპირობა ის, რომ ვერ მოხერხდა მომჩივნის მსჯავრდების გადასინჯვა ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ.

იხილეთ გადაწყვეტილება

იანვარი 2021

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi