უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ...

ww

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კატარიდან დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია: 02/03/2020

კატარის დედაქალაქ დოჰაში მუშაობა დაასრულა სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრამ ,,წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და თამარ ზამბახიძე.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელი ამოქმედდა 2018 წლის აპრილში, მაღალი დონის შეხვედრაზე ვენაში, რომელმაც გააერთიანა 106 ქვეყნის 350  მონაწილე, 40 იურიდიული ასოციაცია და წარმოადგენს გაეროს ეგიდით ჩატარებული მოსამართლეთა ყველაზე ფართო შეკრებას. 

მაღალი დონის შეხვედრის პლენარული სესიები მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: მოსამართლეების მიერ სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის  გამოყენება,  გენდერთან დაკავშირებული სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხები.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრამ ეგიდით,,წარსული, აწმყო და მომავალი“ მუშაობა 27 თებერვალს დაასრულა.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2020

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi