უზენაეს სასამართლოში გენდერული თანასწორობის...

u

უზენაეს სასამართლოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია: 17/02/2020

დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს  პლენუმის დარბაზში, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და  თანაშემწეებისათვის შეხვედრა  გაიმართა, რომელიც გენდერული საკითხების განხილვას მიეძღვნა.

,,გენდერული თანასწორობა და გენდერული მგრძნობელობა სასამართლოში“, ამ ეგიდით გამართულ შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა სასამართლოების მოსამართლეები და თანაშემწეები დაესწრნენ.  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა, რომელმავ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე აუდიტორიას იმ ღონისძიებებისა და საკანონმდებლო აქტივობების შესახებ, რაც საქართველოში განხორციელდა აღნიშნული, მეტად მგრძნობიარე თემის განვითარებისა და სრულყოფისათვის. კერძოდ, მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში და მათ შორის  უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი კეთდება, რათა გენდერული თანასწორობის ეროვნული სტანდარტი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  ქალ მოსამართლეთა მაღალი წარმომადგენლობა ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ნიშნულის მიღწევისთვის როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს განათლების ამაღლება და საკუთარი უფლებების ცოდნა ქალთა შორის.

დამსწრე აუდიტორიას ასევე მიესალმა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც მოდერაციას უწევდა შეხვედრის მსვლელობას. მოსამართლე რენატე ვინტერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ  გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ეროვნული სტანდარტები მიახლოებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომ აღებული ვალდებულებების შესრულება იყოს  საქართველოსთვის არა მხოლოდ დე იურე, არამედ დე ფაქტო გარემოება.

საპანელო დისკუსია გაიმართა თემაზე: გენდერული თანასწორობის პოლიტიკა - საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს პრაქტიკა. აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა მოსამართლე ტერეზა დოჰერტმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში მუშაობის დიდი გამოცდილება და პრაქტიკა, და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა.

მეორე საპანელო დისკუსიაში,რომელიც მიეძღვნა გენდერულ მგრძნობელობას სასამართლო პროცესში - საერთაშორისო სტანდარტებს, მონაწილეობა მიიღეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის წევრმა ვლადიმერ მკერვალიშვილმა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტმა ტერეზა დოჰარტმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოცისიიციის გამგეობის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ალანიამ. გენდერული მგრძნობელობა სასამართლო პროცესში - საქართველოს პრაქტიკა - აღნიშნულ საპანელო დისკუსიაში მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე აუდიტორიას, თუ როგორი ვითარებაა ფემიციდისა და ქალთა მიმართ  ძალადობით მოტივირებული დანაშაულის ზრდის თვალსაზრისით და რა ღონისძიებები ტარდება არსებული პრევენციული ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძე  და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი მაია ცირამუა.

საპანელო დისკუსია შეაჯამა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატე ვინტერმა.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2020

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi