ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და...

aad

ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ახალი გამოცემა

გამოქვეყნებულია: 13/02/2020

კვლევა მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) საქართველოში ძალაში შესვლამ განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროება. კერძოდ, სტამბოლის კონვენციის 34-ე მუხლმა – ადევნებამ ასახვა ჰპოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნოვაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია წარმოაჩინოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციებისა და სტამბოლის კონვენციის კვალდაკვალ ადევნებასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოების პრაქტიკის განვითარება. შესაბამისად, ნაშრომში მკითხველი ვრცლად გაეცნობა ადევნებასთან მიმართებით სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ საკანონმდებლო ნორმებს, სტამბოლის კონვენციის შესაბამის დებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების ასახვის პრაქტიკას საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებში.

კვლევაში წარმოდგენილია საერთო სასამართლოების “საუკეთესო პრაქტიკის” მაგალითები და სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზი.

იხილეთ კვლევა

მაისი 2020

  • Previous month
  • Next month
მაისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi