ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა...

f

ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის ორი ახალი გამოცემა

გამოქვეყნებულია: 07/02/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოიცა ორი ახალი კრებული: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა და გადაწყვეტილებათა კრებული საქართველოს საქმეებზე (2018-2019 წლები)’’ და ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი’’.

პირველ გამოცემაში თავმოყრილია სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2018-2019 წლებში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული 21 გადაწყვეტილება და 2 განჩინება. კრებულში მოცემულია ასევე სტატისტიკური მონაცემები ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევების კუთხით. გამოცემის მიზანია მკითხველს გააცნოს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რაც შესაძლებლობას იძლევა, განისაზღვროს საქართველოსთვის აქტუალური სამართლებრივი საკითხები ადამიანის უფლებების კუთხით. 

იხილეთ კრებული.

მეორე გამოცემა მოიცავს 2017-2019 წლებში სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილულ მნიშვნელოვან საქმეებს შესაბამის თემატიკასთან მიმართებით. წინამდებარე კრებულის მიზანია მკითხველს გააცნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და ახალი მიდგომები. კრებულში განხილულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა, სიძულვილის ენა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა, პერსონალური მონაცემები და სხვ.

იხილეთ კრებული.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2020

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi