ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში მომზადდა...

k

ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში მომზადდა ორი ახალი კვლევა

გამოქვეყნებულია: 13/01/2020

უზენესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრმა მოამზადა ორი ახალი კვლევა.

კვლევა თემაზე: “დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა (საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი)” მოიცავს საქართველოში დისკრიმინაციასთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივ მიმოხილვას და აანალიზებს მას ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან მიმართებით. შესაბამისად, ნაშრომში მკითხველი გაეცნობა როგორც ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ გარემოს, ისე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან დაკავშირებით გაეროს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, კვლევა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, რასისტული, რელიგიური, ჰომოსექსუალური ხასიათის ქმედებების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით და ასევე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) შესაბამის პოლიტიკასა და რეკომენდაციებს.

ნაშრომი ეფუძნება როგორც ადამიანის უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ ჩატერებულ კვლევებსა და ანგარიშებს (EMC, WISG), ისე საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს.

იხილეთ კვლევა.

კვლევა თემაზე:” გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხები სასამართლო პრაქტიკაში”, ვრცლად არის მიმოხილული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საერთაშორისო ხელშეკრულება – “გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმასჯლების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ” ორჰუსის კონვენციის შესაბამისი დებულებები, აგრეთვე, ვრცლად არის წარმოდგენილი გარემოსდაცვით ინფორმაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან რელევანტური მაგალითები. 

ბროშურაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტიების მიმოხილვას, ამასთან, აღნიშნულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკაში არსებული მიდგომების თვალსაჩინოებისათვის ნაშრომში ციტირებულია ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან შესაბამისი ამონარიდები. დამატებით, გარემოსდაცვით საკითხებზე სამართალწარმოების გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ნაშრომში შემოთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

იხილეთ კვლევა.

თებერვალი 2020

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi